2023-04-12 10:01:30, 1249 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ ირლანდიაში იმყოფება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ ირლანდიაში იმყოფება.
ბაიდენს ბელფასტის აეროპორტში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა.
მედიის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი "დიდი პარასკევის" შეთანხმების 25 წლის იუბილეს უკავშირდება, რომელმაც ხელი შეუწყო ირლანდიაში 30-წლიანი კონფლიქტის დასრულებას.
ბაიდენის თქმით, ის გააგრძელებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მშვიდობის შესანარჩუნებლად.
ავტორი: ექსპრესნიუსი,