06:45 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 10:03:10, 1286 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად ემზადება - ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი

როგორც ჩანს, ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად ემზადება,- ამის შესახებ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვუ ჩინეთიდან "მომავალ საფრთხეს" გმობს და ამბობს, რომ ტაივანი უნდა მოემზადოს.

„შეხედეთ სამხედრო სწავლებას და ასევე მათ რიტორიკას. როგორც ჩანს, ისინი ემზადებიან ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად. ტაივანის მთავრობა ჩინეთიდან მომავალ საფრთხეს მიუღებლად მიიჩნევს, ამას ვგმობთ... ჩინეთის ლიდერები კარგად დაფიქრდებიან, ვიდრე ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს 2025, 2027 წელი თუ შემდეგი პერიოდი იქნება. ტაივანი, უბრალოდ, უნდა მოემზადოს" - აცხადებს ტაივანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, აპრილში, ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ჩაატარა. სახალხო რესპუბლიკამ წვრთნები, როგორც ჩანს, ტაივანის ლიდერის აშშ-ში ვიზიტის საპასუხოდ გამართა.

ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები ჩინეთმა გასული წლის აგვისტოშიც გამართა წარმომადგენელთა პალატის იმჟამინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის საპასუხოდ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოში ჩინეთსა და ტაივანს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია, რაც  ნენსი პელოსის ვიზიტს მოჰყვა. ბოლო 25 წლის განმავლობაში, პირველი ამერიკელი მაღალჩინოსნის კუნძულზე ჩასვლას ჩინეთმა „სრული ფარსი“ უწოდა და აშშ „დემოკრატიის საფარქვეშ ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვაში“ დაადანაშაულა.

ტაივანი ჩინეთს გამოეყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც 1949 წელს ნაციონალისტური სამთავრობო ძალებისა და კომუნისტურის პარტიის ბრძოლაში, ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. შედეგად, მაო ძედუნმა პეკინზე კონტროლი დაამყარა, ნაციონალისტურმა პარტიამ, ჩან კაიშის ხელმძღვანელობით კი, ტაივანს შეაფარა თავი და ჩინეთის რესპუბლიკა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics