|
2023-04-11 19:59:49, 993 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - ჩვენი მიზანია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო,მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა
ჯანდაცვის მინისტრმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან გამართული შეხვედრა კიდევ ერთხელ შეაჯამა და აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში გაიმართა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უწყების ხელმძღვანელი, დახურულ შეხვედრაზე მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა , რომ მაშინ, როდესაც თანამშრომლებთან კითხვა-პასუხი მიმდინარეობდა, მისი აუდიო ჩანაწერი ერთ-ერთ მედია საშუალებას გადასცეს. „პროტესტი არ განახლებულა. ვფიქრობ, რომ წინა დღეებთან შედარებით პროტესტი მინელებულია. გუშინდელი შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან იყო ძალიან კონსტრუქციული. გავიარეთ ყველა დეტალი.ასევე გვქონდა შესაძლებლობა, რომ მწვავე და მნიშვნელოვანი კითხვებისთვის დახურულ შეხვედრაზეც გვეპასუხა, თუმცა სამწუხაროდ იყო მცირე ინციდენტიც. ჯანდაცვის მინისტრი, მიმდინარე აქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების ამ დროისთვის არ არსებობს. „ვფიქრობ, რომ პროტესტის გაგრძელების არანაირი საფუძველი დღეს არ არსებობს. შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმაზეც. ჩვენ, მათ ეტაპობრივად გარკვეული ინფორმაციის მოძიების შემდგომ დეტალებს გავაცნობთ. ამის შემდეგ, თუკი ვინმეს კიდევ პროტესტი გაუჩნდება, ეს უკვე დესტრუქციულ ქმედებებზე მიუთითებს და იმაზე, რომ მათ არ სურთ პრობლემების მოგვარება. რასაკვირველია ეს ძალიან არასასიამოვნოა",-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ, თანამშრომლების მოთხოვნა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაითვალისწინა და ამ დროისთვის აღნიშნულ პოსტს სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი იკავებს. „ძირითადი მოთხოვნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან იყო დაკავშირებული და ეს პრობლემაც გადაჭრილია. შეიცვალა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მის ადგილს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი იკავებს, რომელიც წლებია მანდ მუშაობს და დამსახურებული ავტორიტეტითაც სარგებლობს. მას ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფიც, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული. ეს ჯგუფი ახალ დირექტორთან ერთად მოაგვარებს პრობლემებს",-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისივე განცხადებით, რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, როდესაც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნები გახდება ცნობილი. „რაც შეეხება დასკვნებს, ჩვენი მიზანია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა. ამ მიზნის მისაღწევად კი გვეხმარება სხვადასხვა დასკვნები და ექსპერტული შეფასებები, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება. ქვეყანას უნდა ჰქონდეს მძლავრი მაღალ ტექნოლოგიური სამედიცინო კლინიკა, რომელიც ყველა სტანდარტს და გამოწვევას უპასუხებს",- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)