21:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 13:16:37, 779 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - შს მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში ვიბარებთ - ჩვენ გვჭირდება პასუხები კითხვებზე

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ვახტანგ გომელაურის საკანონმდებლო ორგანოში დაბარება 7-8 მარტის მოვლენებს უკავშირდება.

"მმართველ ძალასა და ხელისუფლებას არ ეგონოს, რომ ჩვენ დაგვავიწყდა 7-8 მარტის მოვლენები, როდესაც ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ძალიან კონკრეტულად უთხრა - არა რუსულ კანონს... 7-8 მარტს, შსს-ს მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად, დაშავდნენ ადამიანები; დააკავეს ძალიან ბევრი მოქალაქე; ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ პოლიტიკოსებს; გამოიყენეს სპეციალური საშუალებები. არც ერთი პოლიციელის დასჯაზე არ გვაქვს ინფორმაცია, არც ერთი სამართალდამცავი უწყების მიერ გაკეთებული განცხადება არ გვინახავს, რომ რომელიმე პოლიციელი ძალადობის გამო დაისაჯა. ჩვენ გვჭირდება პასუხები კითხვებზე. ჩვენ ვიბარებთ ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილება განმარტავს იმას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა მოვიდეს პარლამენტში და უნდა გასცეს მნიშვნელოვან, კონკრეტულ კითხვებს პასუხი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, 10 მარტს, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. მანამდე, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. 

აღსანიშნავია, რომ "უცხოური აგენტების შესახებ" ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

7-8 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცავებმა პროტესტის მოწინააღმდეგე 100-ზე მეტი პირი დააკავეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics