|
2023-04-11 12:04:04, 1350 ნახვა
მსოფლიო
Washington Post: ეგვიპტე აპირებდა რუსეთისთვის ფარულად მიეწოდებინა 40000 ჭურვი
ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ, ახლახანს უბრძანა თავის ქვეშევრდომებს დაემზადებინათ 40000-მდე რაკეტა რუსეთისთვის, - ამის შესახებ Washington Post, წერს პენტაგონზე დაყრდნობით. ეგვიპტე არის, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და აშშ-ს დახმარების მთავარი მიმღები. გამოცემის ცნობით, 17 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში, სახელწოდებით "საიდუმლო", სისისა და ეგვიპტის მაღალჩინოსნებს შორის საუბრებია მოხსენიებული, ასევე მითითებულია რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებისა და დენთის მიწოდების გეგმები. დოკუმენტის მიხედვით, სისიმ ოფიციალურ პირებს დაავალა, რომ ჭურვების წარმოება და გადაზიდვა გასაიდუმლოებულიყო „დასავლეთთან პრობლემების თავიდან ასაცილებლად“. ამ გაჟონვის კომენტირებისას ეგვიპტის ხელისუფლებამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი იცავენ უკრაინის ომში ჩაურევლობის პოზიციას და მოუწოდებენ ყველა მხარეს შეწყვიტონ ცეცხლი. აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა, ანონიმურობის პირობით, განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, მიწოდების გეგმა არ განხორციელებულა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)