22:59 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 21:50:23, 1229 ნახვა

პოლიტიკა
კრამერი - „ქართულ ოცნებაში“ ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ ფიქრობენ, რომ მათ სანქციები არ შეეხებათ

ვთვლი, რომ სხვა ოფიციალური პირები საქართველოს ხელისუფლებაში და ქართულ ოცნებაში ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ ფიქრობენ, რომ მათ სანქციები არ შეეხებათ, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ სანქციები არ ვრცელდება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ზემოთ აღნიშნული კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე სერიოზულად დგას.

"მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაგონ, რომ ეს სანქციები არ არის საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ის გახლავთ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ გამოყენებული, რომლებსაც ჩვენ პასუხი უნდა ვაგებინოთ იმ პრობლემებზე, რომელიც სერიოზულად დგას თქვენი ქვეყნის წინაშე.

ვთვლი, რომ სხვა ოფიციალური პირები საქართველოს ხელისუფლებაში და ქართულ ოცნებაში ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ ფიქრობენ, რომ მათ სანქციები არ შეეხებათ. ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი, რომელიც აშშ-მა გადადგა ამ მიმართულებით. ამას შეიძლება დამატებითი სანქციები მოჰყვეს. მე აღარ ვლაპარაკობ აშშ-ის მთავრობის სახელით, არ ვარ ოფიციალური პირი შეერთებული შტატების, მაგრამ ეს გახლავთ ჩემი შეფასება მიმდინარე სიტუაციისა", - განაცხადა კრამერმა.

შეგახსენებთ,  გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics