16:46 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 17:14:57, 1211 ნახვა

საზოგადოება
ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში სასწავლო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფებოდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის - „მოლდოვის რესპუბლიკაში სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობა" ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანს ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს, ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირების შემდგომ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმების და ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა პროკურორთა სპეციალიზაციის დანერგვაზე, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებაზე, დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებსა და დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომების პრაქტიკაში იმპლემენტაციაზე. ასევე, შეხვედრაზე პროკურატურის მიერ ფემიციდის წინააღმდეგ მიმდინარე  კამპანიის ,,არა ფემიციდის" ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

მოლდოვის რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენელმა ქართველ კოლეგებს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების პროცესზე საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატებული პრაქტიკის გაზიარება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროპის საბჭო საქართველოს პროკურატურის სტრატეგიული პარტნიორია და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ გამოცდილების გაზიარება, ასევე, წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფორმატი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics