16:45 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 17:03:46, 1233 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის საკითხზე სტუდენტებთან დისკუსია გაიმართა

საჯარო ლექციათა ციკლი თემაზე „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით" გრძელდება. იუსტიციის სამინისტროში ლექციას უძღვებოდა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მომხსენებელმა ოკუპაციის შედეგებსა და დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ რთულ და წარმატებულ ბრძოლას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგსა და ჰააგაში აწარმოებდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

სხვა საკითხებთან ერთად, სტუდენტებს, ასევე, განემარტათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს შემდგომი დეოკუპაციისა და სუვერენიტეტის დაცვისათვის იმ ფაქტებს, რომ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოები აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ადასტურებენ რუსეთის მიერ ოკუპაციას.

ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რის ფარგლებშიც მომხსენებელმა უპასუხა სტუდენტების კითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.

საზოგადოებასთან პირისპირ კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა.

საჯარო ლექციების ციკლი 2022 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით",- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics