|
2023-04-10 16:33:35, 1183 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - საქართველოში არა მართლმსაჯულება, არამედ ბიძინა ივანიშვილის ჯიხური - სახელად სასამართლო არსებობს
კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება, რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილის ჯიხური - სახელად სასამართლო,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ყველა განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს. "ამ ქვეყნის მთავარი რუსული საფრთხე ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია მოკალათებული და გუშინდელი ჩვენი და ხალხის მოთხოვნის პარალელურად, დღეს კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება, რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილის ჯიხური - სახელად სასამართლო. ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, "რუსული ოცნება" აგრძელებს ჩვენი ქვეყნის რუსეთიზაციას და ყველა ახალი განცხადება, ფაქტობრივად, წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს. უმნიშვნელოვანესია, კარგად გაიაზროს აბსოლუტურად ყველამ ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე და რეალური შრომა, ენერგია მიემართოს ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. უკიდურესად სამწუხაროდ გამოიყურება ყველა დაკარგული დრო, ენერგია რომელიც არ მიემართება რეჟიმის წინააღმდეგ და მეტიც, რეალურად არის სასარგებლო და ხელის წამშველებელი რუსი ოლიგარქისთვის", - აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე. ხაბეიშვილი გუშინ, 10 აპრილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზიებით გამართულ აქციასთან დაკავშირებით კრიტიკასაც ეხმაურება და ამბობს, რომ "ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიქრის". "ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ისევ "ექსპერტობს", ზოგს თავი შეფასების, მონიტორინგის სამსახურში ჰგონია, მხართეძოზე წამოწოლილები წამომდგარან... ვიღაცები პირდაპირ "ქოცების", "რუსული ოცნების" მესიჯებზე სხდებიან. თავად რომ არ მოძრაობენ, არ მოქმედებენ, არ იბრძვიან, არ მუშაობენ, ამ ფორმით ცდილობენ გამოჩნდნენ სატელევიზიო სივრცეში. ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიქრის - მათი არჩევანი და ნებაა. რეალურად "ნაციონალური მოძრაობა" არის მზად სათანამშრომლოდ ყველასთან ვინც გადაწყვეტს, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და "რუსული ოცნების" დასრულება - აბსოლუტურად უპირობოდ ვიბრძოლებთ ამ პრიორიტეტების ფარგლებში ხალხთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად. ამასობაში, "რუსული ოცნება", რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო არხებით თავს ესხმიან 9 აპრილის აქციას. მსურს, ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს გადავუხადო მადლობა, ვინც გუშინ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად", - წერს ხაბეიშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, უზენაეს სასამართლოში საგანგებო განცხადება გააკეთა და მოსამართლეებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემა ერთ-ერთი სამაგალითოა ევროკავშირში. რაც შეეხება აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების საკითხს, პრემიერ-მიისტრმა აღნიშნა, რომ "არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, რომელიც თან ახლავდა ამ გადაწყვეტილებას".
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)