07:38 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 16:18:48, 1427 ნახვა

საზოგადოება
ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა Translive, რომელიც აერთიანებს ასობით გადამზიდავსა და ტვირთის მფლობელს

ქართულ ბაზარზე ციფრული საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა Translive გამოჩნდა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ასობით გადამზიდავსა და ტვირთის მფლობელს.

ლოჯისტიკისთვის ინოვაციური მიგნებაა საერთაშორისო გადაზიდვების მართვა ერთი აპლიკაციის მეშვეობით. ტვირთის გადაზიდვა პროცესია, რომელშიც სამი მხარეა ჩართული: დამკვეთი, კომპანია და მძღოლი. საკომუნიკაციო საშუალება კი მხოლოდ ერთია -  Translive.

ერთი მარტივი რეგისტრაციით შესაძლებელია ლოჯისტიკა ახალ სიმაღლეზე აიყვანოთ, იგრძნოთ თავი ყოვლისშემძლედ,რადგან სწორედ თქვენ დაარეგისტრირებთ, დააზღვევთ, გააფორმებთ ხელშეკრულებას, აკონტროლებთ და მართავთ თქვენს გადაზიდვებს, მხოლოდ ერთი აპლიკაციის დახმარებით.

Translive-ის უპირატესობას წარმოადგენს:
•       სიმარტივე
•       მოქნილობა
•       მეტი კონტროლი
•       დაცულობა

პლატფორმა Translive განკუთვნილია:

•       იმ კომპანიებსა და ინდ.მეწარმე პირებისთვის, რომელთაც სურთ განახორციელონ იმპორტი/ექსპორტი, შესაბამისად, ეძებენ ლოგისტიკური სერვისის ოპტიმალურ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს.
•       ლოკალური ან/და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიებისთვის, ასევე ინდ. მეწარმე გადამზიდავებისთვის, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებენ ტვირთების ტრანსპორტირებას და სურთ პოტენციური მომხმარებლების მოძიება სწრაფად, ძალისხმევის გარეშე, მისაღები პირობებით.

პლატფორმაზე რეგისტრაცია უმარტივესი პროცესია, რომელიც 5 წუთს მოითხოვს. თავდაპირველად, შეიყვანთ თქვენს პირად ინფორმაციას, ატვირთავთ აუცილებელ დოკუმენტაციას, აქტიური პროფილის შემდეგ თქვენ შეუზღუდავად მიიღებთ ყველა სერვისს - მოგენიჭებათ  პირადი კაბინეტი, აკონტროლებთ თქვენს ტვირთებს, შეკვეთებს, გადახდებს, თვის ჭრილში გენერირებულ სტატისტიკას და მიიღებთ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ლოგისტიკის სფეროში არსებულ სიახლეებზე.

დარეგისტრირების შემდგომ, გადამზიდისთვის ხელმისაწვდომია მიმდინარე პერიოდში არსებულ ტვირთებზე სრულყოფილი ინფორმაცია. ორივე მხარეს კი შესაძლებლობა აქვს ერთი კლიკით შეარჩიონ შემოთავაზებული ვარიანტიდან საუკეთესო.

Translive-ის პარტნიორი გადამზიდავი კომპანიები მუდმივად იღებენ შეკვეთებს, ხოლო ანაზღაურება მათ ბალანსზე აისახება ტვირთის ჩაბარებიდან მაქსიმუმ ორ დღეში. ამასთანავე, პარტნიორ ორგანიზაციებში შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებით.

გადამზიდავების შემთხვევაში -  ანაზღაურებას მიიღებენ დაცლიდან ერთი კვირის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ არიან დამოკიდებულნი ტვირთის მფლობელის მხრიდან გადახდის პირობებზე.

დღესდღეობით, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებისა და ციფრული არხების გარეშე წარმოუდგენელია წარმატებული ბიზნეს პროექტების განხორციელება. Translive-ის მისიაა დაეხმაროს ტვირთის მფლობელს, გადამზიდავებსა და ლოგისტიკურ კომპანიებს, რათა მთელს მსოფლიოში გაამარტივონ თავიანთი ოპერაციები და განავითარონ ბიზნესი.

ციფრული  პლატფორმის Translive-ის დახმარებით ლოჯისტიკური პროცესები მარტივდება, გადამზიდავები ლაივ რეჟიმში გთავაზობენ თავიანთ სერვისებს, გადაზიდვების კონტროლი ხდება 24 საათის განმავლობაში, თითოეული ტვირთი კი დაზღვეულია კომპანია ალდაგის მიერ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics