16:46 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 12:13:58, 868 ნახვა

საზოგადოება
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" დღეს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. 

მოძრაობის ძველმა და ახალმა წევრებმა განცხადება "დედაენის ბაღში" ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უამრავი ადამიანი უერთდება მოძრაობას. დღემდე ამ მოძრაობას შემოუერთდნენ ექიმები, პროფესორ-მასწვლებლები, მხატვრები, მწერლები. დღეს, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნასა და შესაბამისად, ამ მოძრაობას უერთდებიან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები - მომღერლები, მსახიობები, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა, ვინაიდან მათი სიტყვა, მათი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ გზაზე", - განაცხადა მოძრაობის წევრმა, ბაჩანა შენგელიამ.

ახალი წევრის, პაატა ბურჭულაძის თქმით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი "ქართული ოცნებისთვის" საშიშროებას როგორც გარეთ, ისე საპატიმრო დაწესებულებაში წარმოადგენს. 

"ჩვენ აქ ვდგავართ, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს საყვარელ ნიკა გვარამიას. ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოუნახა ადგილი ამ ადამიანს - გარეთ არის, პრობლემაა მისთვის, ციხეშია - იქაც პრობლემაა. ჩემი რჩევა იქნება მის მიმართ და "ქართული ოცნების" მიმართ - თქვენი სისტემა დალპა, ხომ ხედავთ, რომ თქვენს მოსამართლეებს არ ენდობიან არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ. გადადგით სწორი ნაბიჯი და გამოუშვით ნიკა გვარამია. გინდ ციხეში მჯდარა, გინდ გარეთ ყოფილა - თქვენთვის მაინც საშიროებას წარმოადგენს. კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა - პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნაკლები ილაპარაკოს და მეტი საქმე გააკეთოს", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

ცნობისთვის, "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" 16 თებერვალს დაფუძნდა. მოძრაობა ტელეგადაცემიდან - "რა? სად? როდის?" ინტელექტუალებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლების ნაწილმა დააფუძნა. მათი მთავარი მიზანი გვარამიას საპატიმროდან დროული გათავისუფლებაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics