|
2023-04-10 10:18:36, 1050 ნახვა
საზოგადოება
სამხარაძე პრეზიდენტს - რისთვის შეარცხვინეთ „ოცნება“, თუ ბერიძის ქმედებებს ღონისძიებაზე მოწვევით ახალისებთ?
რისთვის შეარცხვინეთ "ქართული ოცნება", როცა თავადაც ახალისებთ ნათია ბერიძის ქმედებებს მისი ღონისძიებაზე მოწვევით? - ასე მიმართავს ჟურნალისტი თათია სამხარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის კრიტიკულ მომენტში ნამდვილად განმანთავისუფლებელი იყო და მადლიერი ვარ ამისთვის. რეალურად მყისიერი ეფექტი ჰქონდა თქვენს ბრიფინგს და ჩემი სახლის კარიდან ნამდვილად გააქცია ჟურნალისტის პროფესიას ამოფარებული პროვოკატორი, რომელიც ჯერ წერეთლის 67-ში იყო დეკლარირებული მოძალადის, შალვა რამიშვილის მიერ მოქსეული ჩემი პირადი ცხოვრების დაუშრეტელი ვნებით შეპყრობილი და შემდეგ ჩემი მშობლების კუთვნილ ბინასთან ჰქონდა ჩასაფრება მოწყობილი, "პოსტივის" სხვა ჯგუფებთან ერთად. მათ წინააღმდეგ შსს-ში განცხადება უკვე მაქვს შეტანილი და ვითხოვ გამოძიებას ადევნების მუხლით. ცხადია, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ინსტიტუციის მიერ სამართლიანობის მოლოდინი ნაკლებად მაქვს, თუმცა, მე პირობა დავდე და სამართალს მაინც ვიპოვი, სულ რომ სტრასბურგამდე რკინის ქალამნებით მომიწიოს სიარული! თქვენს მიერ ორგანიზებული ღონისძიება თავისი შინაარსით, ნამდვილად გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო. მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ, უმნიშვნელოვანეს დღეს, 9 აპრილს, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ევროპისკენ სვლის და დეპოლარიზაციის როგორც უმნიშვნელოვანესი წინაპირობის აუცილებლობის მნიშვნელობა. აქვე ვულოცავ ნანა მალაშხიას და ნანა მახარაძეს დამსახურებულ ღირსების ორდენებს, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათი უკომპრომისო ბრძოლის მნიშვნელობას! თქვენს მიერ მოწვეულ ქალთა სიაში ნამდვილად ღირსეულ უცნობ თუ ნაცნობ ქალებს ეკავათ საპატიო ადგილი. სამწუხაროდ, მე მაინც არ მტოვებს კოგნიტური დისონანსი და მაინტერესებს, თქვენს მიერ მოპატიჟებულ ქალთა სიაში რა ღირსებით აღმოჩნდა ნათია ბერიძე? - როგორ განმარტავთ დეპოლარიზაციის იდეას თავად; სავარაუდო მოძალადისა და მსხვერპლის ერთ სივრცეში მიპატიჟებით და პროპოგანდისტული ჰიბრიდული ორგანიზააციის თანამშრომლის, რომლის ყოველდღიური საქმიანობა წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდების ბულინგს და ევროპული იდეის დისკრედიტირებას საპატიო სიაში ჩასმით? თუ თქვენთვის ცალსახა არ იყო, რომ ჩემზე 25 მარტიდან მოყოლებული დევნა ხორციელდებოდა, მაშ, რისთვის შეარცხვინეთ "ქართული ოცნება", როცა თავადაც ახალისებთ ნათია ბერიძის ქმედებებს მისი ღონისძიებაზე მოწვევით? - მინდა მჯეროდეს, რომ ნათია ბერიძე ღონისძიებაზე მზაკვრულად შემოპარული იყო, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დამატებითი განმარტების გარეშე გამიჭირდება დიდხანს ამ იმედის შენარჩუნება. ფაქტის დასადასტურებლად, აქვე დავურთავ ნათია ბერიძის ფოტოს და გთხოვთ, იქნებ მომეცეს თქვენთან აუდიენცია და უფრო მეტი დეტალი გაგაცნოთ ჩემს საქმესთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ ჩემზე ცილისწამების კამპანია დღემდე გრძელდება - მაგალითად დღეს, 12-წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა "პოსტივიმ" ჩემს ბულინგს", - წერს სამხარაძე. ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრში 9 აპრილისადმი მიღძვნილი ღონისძიება გამართა, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები იყვნენ მიწვეული. ღონისძიება 9 აპრილსა და საქართველოს ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერას ეძღვნებოდა. რაც შეეხება ნათია ბერიძეს, რომლის ღონისძიებაზე დასწრებასაც თათია სამხარაძე აპროტესტებს, 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტ ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. 26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ POSTV-ი იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო. მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. 27 მარტს, თათია სამხარაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დახმარების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ხელისუფლება გააკრიტიკა. ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, პირიქით მოძალადეს აგულიანებს და ასეთი "არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა", მისთვის მორალურად გაუგებარია. 2016 წელს, თათია სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)