|
2015-02-09 02:08:50, 348 ნახვა
საზოგადოება
სამთო-სათხილამურო სპორტში, ჟურნალისტებს შორის ფესტივალის „ნიამორის“ რიგით მე-10 ტურნირი გაიმართა
გუდაურში , 7-8 თებერვალს, სამთო-სათხილამურო სპორტში, ჟურნალისტებს შორის ფესტივალის „ნიამორის“ რიგით მე-10 ტურნირი გაიმართა. ღონისძიება ტრადიციულად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, ეროვნულ ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან და „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად ჩაატარა. შეჯიბრში ტრადიციულად საქართველოში აკრედიტებული მედია-საშულებების გუნდები მონაწილეობდნენ. ასპარეზობამ, რომელმაც როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის საუკეთესო ჟურნალისტი მოთხილამურეები გამოავლინა, რიგით მე-10 პირველობის საუკეთესო მედია გუნდიც დაასახელა. 2015 წლის საუკეთესო მედია გუნდს გარდამავალი თასი (ეს თასი 8-ჯერ გათამაშდა) გადაეცა, რომელიც გასული წლის საუკეთესო გუნდის GDS-ის ოფისში ინახებოდა. მანამდე, გარდამავალ თასს 3-ჯერ „ტელე-იმედი“, ორ-ორჯერ კი „რუსთავი 2“ და „ნიამორი“ ფლობდნენ. წლევანდელ მედია-პირველობაზე მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს: ტელე-იმედის, რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, GDS-ის, რადიო იმედის, რადიო ფორტუნას, ჯაკოს, პალიტრა ტვ-ს, მედია ნაკრებმა და ნიამორის გუნდებმა, რომლებიც სხვადასხვა მედია-საშუალებებში მომუშავე ჟურნალისტებით იყვნენ დაკომპლეტქებული. შეჯიბრის მსვლელობისას სახელობით პრიზები რჩეულ გუნდებს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, ეროვნულმა ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და „ვისოლ ჯგუფმა“ გადასცეს. . მეორე წლის გუდაურში გამართულ მედია-ტურნირზე რჩეულებს გუდაურის დამაარსებლის სოლიკო ხაბეიშვილის თასი და „ნიამორის“ მედია-შეჯიბრების ყველაზე ტუტულოვანი მონაწილის „წირას“ სახელობითი თასიც გადაეცათ. ტურნირზე ასევე ტრადიციულად გამოვლინდნენ ბოლო ადგილზე გასული მოთხილამურე ჟურნალისტები, რომლებსაც სიმბოლური პრიზები „ჩაიდნები“ გადაეცათ. 2015 წლის მედია-ტურნირის თანაორგანიზატორები არიან: „ვისოლი“, „სმარტი“, „ვენდი“ „დანქინ დონატსი“. საინფორმაციო მხარდამჭერია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და ფორტუნა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)