|
2023-04-09 19:31:49, 847 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა გააცნო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს 4 ძირითადი მოთხოვნა გააცნო. როგორც ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავარ მოთხოვნათა შორის, ლაზარე გრიგორიადისის, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლეების გადადგომა და 12 პუნქტის შესრულებაა. "ჩვენი მთავარი მოთხოვნები, რის გარშემოც უნდა გავერთიანდეთ დღევანდელი დღის შემდეგ: პირველი მოთხოვნა ლაზარე გრიგორიადისის თავისუფლებაა; მეორე მოთხოვნა დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომაა. მესამე - დეპოლარიზაცია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას თავისუფლების გარეშე არ გამოვა; მეოთხე მოთხოვნა უკვაშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გამოვყოფთ რამდენიმე პრიორიტეტს - ეს არის "დეოლიგარქიზაციის კანონი", "სასამართლო რეფორმა" და ეს არის ცესკო-ს რეფორმა... რუსული პროპაგანდა დამარცხებულია იმიტომ, რომ მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, დღეს ვართ ყველა ერთად ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. რამდენი გვეძახა რუსულმა პროპაგანდამ, ჩვენმა შიდა თუ გარე მტერმა, რომ თურმე აი, ერთი პარტია, რომ აი, თურმე სხვა პარტიები არ იქნებიან, აი, თურმე ვართ გათითოკაცებულები და რეალობაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საპირისპიროდ - გვჭირდება ერთობა, ხელების ჩაკიდება და ბრძოლა გამარჯვებამდე... ყველამ ერთად ვუთხრათ რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს - წადი! აი, ამ რუსმა ბიძინა ივანიშვილმა მიუხედავად იმისა, რომ ჰააგაში გამართლდა საქართველო, ჰააგამ თქვა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, შემდეგ პუტინი გამოცხადდა დამნაშავედ და ის არის ძებნილი ცივილიზებულ სამყაროში, ერთადერთი, ალბათ, არ იძებნება საქართველოში და აქ რომ ჩამოვიდეს, ეჭვი მაქვს, ფიანდაზად დაეგება რუსული ოცნება. ამასობაში, რუსული მთავრობა ითხოვს, რომ თურმე კომისია უნდა შექმნან 2008 წელთან დაკავშირებით. ყველამ გავაგონოთ, რომ არაფერი გამოსაძიებელი 2008 წლის ომში არ არის. ომი დაიწყო რუსეთმა და მას მიტაცებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ახლაც, ამ წუთებში აგრძელებენ მავთულხლართების გაბმას და ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ლაპარაკობდეს ნამდვილ მტერზე - პუტინზე, პუტინის რუსეთზე, ისინი მტრად აცხადებენ დასავლეთს, ევროპას, აშშ-ს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გადაწეროს ისტორია. სად ნახა, სად წაიკითხა, რომ ქართველი ხალხი არის მონობას მიჩვეული; სად ამოიკითხა, რომ ჩვენ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას; სად ნახა ივანიშვილმა, რომ ლაჩრობაა ჩვენი ქვეყნის ისტორია, რომ მოძმე ქვეყნის - უკრაინის ზურგში დანის ჩარტყმა არის ჩვენი ქვეყნის ისტორია. ბიძინა ივანიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენს ძმებთან ერთად გამარჯვებამდე", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. შეგახსენებთ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია, სახელწოდებით "ერთად ევროპაში" მიმდინარეობს.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)