19:04 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-09 15:21:17, 950 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - 9 აპრილი ჩვენთვის ყოველთვის თავგანწირვისა და ეროვნული სიამაყის დღედ დარჩება

9 აპრილი თითოეული ჩვენთაგანისთვის ერთდროულად არის დიდი ტკივილისა და გამარჯვების სიმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, 9 აპრილი ყოველთვის თავგანწირვისა და ეროვნული სიამაყის დღედ დარჩება.

"1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე თავისუფლების იდეით გაერთიანებულ ქართველ ერს საბჭოთა ჯარი დაუპირისპირდა. დაიღუპა 21 ადამიანი, მათგან 17 ქალი. ამ შემზარავი ტრაგედიით მთელმა მსოფლიომ გაიცნო დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ამაყი საქართველო, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის პირობებშიც იბრძოდა საკუთარი და სხვა რესპუბლიკების თავისუფლებისთვის. 

1991 წლის 9 აპრილს კი, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ  პარლამენტის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, რითაც 21 დაღუპული გმირის ხსოვნა თავისუფლების მოპოვებას სამუდამოდ დაუკავშირა.

სწორედ ამიტომ, 9 აპრილი ჩვენთვის ყოველთვის დარჩება თავგანწირვისა და ამავდროულად, ეროვნული სიამაყის დღედ. ქედს ვიხრი დაღუპული გმირების წინაშე, ვინც მომდევნო თაობებს მოგვცა თავდადების მაგალითი და გვასწავლა დამოუკიდებლობის მნიშვნელობა", - წერს პაპუაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics