22:59 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-09 12:45:17, 709 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ვწუხვარ, 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი მომავალი ევროპაა - აბა, ჩექმა გვინდა?!

ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი ევროპაა - აბა, სხვა რა - ჩექმა გვინდა?! ნიჩბები გვინდა?! თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია?! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რა სჭირდება ქვეყანას.

"ჩვენ კარგად ვიცით, რა გვინდა, რა სჭირდება ამ ქვეყანას. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, თუ არა ნელ-ნელა აქედან ფეხით ირჩევენ და წასვლით ირჩევენ ევროპას და მე მინდა, რომ აქ ამოირჩიონ ევროპა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა, ის, რაც წარმოადგენს ჩვენი იდენტობის გაძლიერებას და აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო.  უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების დანახვა; უნდა შევძლოთ ქვეყნის მომავლისთვის მთავარისა და მეორადის გამიჯვნა; უნდა შევძლოთ პარტიულისა და ევროვნულის ერთმანეთში არ არევა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილების მიერ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი, დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics