|
2023-04-08 17:53:04, 876 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე კანცელარიაზე - საუბარია სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას სკვერის მოწყობის თაობაზე, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები განიხილავენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა. მისი თქმით, საუბარია პირველი კლასის მშენებლობაზე, კერძოდ, ლანდშაფტური სივრცის მოწყობაზე. „მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან შემოსული იყო განცხადება ნებართვაზე პირველი კლასის მშენებლობაზე, რაც არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში განვიხილავთ ამას და შესაბამისი პასუხიც იქნება დაბრუნებული. როგორც გითხარით, საუბარია სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული და ამის შემდეგ დაიწყება სამუშაოები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. რაც შეეხება ვარაუდს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობა უკავშირდება დაანონსებულ აქციას, დედაქალაქის მერის თქმით, ამ თემით მანიპულაციები ხშირია. „ყოველთვის ხდება მანიპულაცია ამგვარი თემით. მე მახსოვს, როდესაც დავიწყეთ პარლამენტის შენობის წინ არსებული სივრცის კეთილმოწყობა და მოწესრიგება, მსგავსი განცხადებები კეთდებოდა. საზოგადოება ძალიან კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს. ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება და გალამაზება. ამაში ცუდი არაფერია. კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ ეს რაიმესთან დააკავშირონ. ერთი მეუბნებოდა, რომ რიკოთის უღელტეხილი თურმე იმიტომ ჩაგვიკეტავს, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გვყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)