23:55 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 14:22:30, 798 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე დასანქცირებაზე - რა არის ამ ხალხის ქმედებაში ისეთი, რომელიც იმსახურებს სანქციების გამოყენებას?

რა არის ამ ხალხის ქმედებაში ისეთი, რომელიც იმსახურებს სანქციების გამოყენებას?,- ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას.

მისი თქმით, კელი დეგნანი თავს არიდებს პასუხის გაცემას იმ საკითხზე, რომელიც სააკაშვილის დროს სასამართლო ხელისუფლებას უკავშირდება.

"რა არის ის კონკრეტული, თუნდაც საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელსაც თვლიან ისეთ გადაცდომად, რომელიც იმსახურებს სანქციების გამოყენებას. იმავდროულად, კითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რა არის ამ ხალხის ქმედებაში ისეთი, რომელიც იმსახურებს სანქციების გამოყენებას და რომელიც არ ჰქონდა ჩადენილი წინა ხელისუფლებას, მაგალითად. იგივე, ქალბატონი ელჩი თავს არიდებს აშკარად პასუხის გაცემას იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება სააკაშვილის დროს სასამართლო ხელისუფლების მიმართ რატომ არ იქნა იგივე სანქციები გამოყენებული",- განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics