09:07 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 12:19:57, 1018 ნახვა

საზოგადოება
დედოფლისწყაროში მასწავლებელი მოზარდებისთვის ფილმის, უდაბნოს ყვავილის ჩვენების გამო გაათავისუფლეს

ახალგაზრდებისთვის ფილმის ჩვენების მიზეზების გამო გათავისუფლებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრის სტაჟიანი თანამშრომელი ლელა ბიღიაშვილი.

მასწავლების სამსახურიდან გაშვების მიზეზი, ოსკაროსანი ფილმის "უდაბნოს ყვავილის" მოზარდებისთვის ჩვენება გახდა.  აღსანიშნავია, რომ ლელა ბიღიაშვილის გათავისუფლების ბრძანებაში სამართლებრივი ნორმა სამართლებრივი ნორმა ვერ მიუთითეს.

"ოფიციალურად, საკლასო ჩათებით გვყავდა მოწვეული აუდიტორია-მერვე კლასის ზემოთ და აჭარანეთზეც, სადაც მე ფილმი გადავამოწმე, ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. სიმართლე ისაა, რომ, ერთმა მშობელმა თვითონ მოიყვანა თავისი შვილები -- მცირეწლოვანი ( 11 წლის)გოგონა უფროს ძმასთან ერთად, ისე, რომ, არც უკითხავს რა ფილმი უნდა ენახათ და მერე, "აღშფოთებულმა", რომ ბავშვებმა "ეროტიკა ნახეს და თავიდან ბოლომდე შიშველი სექსი"( მისი სიტყვებია),ფეისბუქ სტატუსი გამოაცხო. ამით დაიწყო ყველაფერი." -ამბობს გათავისუფლებული მასწავლებელი.

2018 წლიდან ლელა ბიღიაშვილი ხელმძღვანელობდა თავისი  შექმნილ ახალგაზრდობის ცენტრ „იბერიას“. „იბერია“ წლების მანძილზე იყო ადგილი, სადაც დედოფლისწყაროს ყველა სკოლის მოსწავლე იკრიბებოდა, განიხილავდა და ახორციელებდა უამრავ საინტერესო პროქტს. ამ პროექტებით სარგებლობდა დედოფლისწყაროს ახალგაზრდობა.

„უდაბნოს ყვავილი“ არის ფილმი, რომელიც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია ცნობილი. ეს  არის უბრალო სომალელი გოგონას ისტორია, რომელიც 13 წლის ასაკში ოჯახიდან გაიქცა.  ვარის დირიემ ლონდონამდე მიაღწია, წლების შემდეგ კი, ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ მოდელად  იქცა.  ვარისი არ იყო პირველი შავკანიანი მოდელი, თუმცა ის გახდა პირველი ქალი,  რომელიც გაეროს ელჩად დაინიშნა.

სცენარი დაფუძნებულია ვარის დირიეს და კეტლინ მილერის საერთო ავტობიოგრაფიულ რომანზე. ფილმი, რომლის რეჟისორი შერრი ჰორმანია, 2009 წელს გამოვიოდა ეკრანებზე  და აზიის ქვეყნებში ქალთა დისკრიმინაციის ფაქტებს ასახავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics