|
2023-04-07 18:07:26, 710 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში
არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირების საკითხს. როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ "4 ადამიანს არ გადავაყოლოთ საქართველოს მომავალი". "დღეს არ მიხარია და განვიცდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. შევხვდი ელჩ კელი დეგნანს და მასაც გავუზიარე ჩემი განცდები. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა და თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 4 პირს ეხება და მათ სავიზო შეზღუდვებს, ამის მიუხედავად, გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი... სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას. ასევე, ვაცნობიერებთ სასამართლო დამოუკიდებლობისა და სისტემაში პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას. ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება. ვწუხვარ, რომ ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით იწერება სხვა სანქცირებული პირების ქვეყნების სიაში... ვშიშობ, აშშ-ის გაადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს როგორც ნეგატიური სიგნალი. ამიტომ, არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზეა ქვეყნის იმიჯის გამოსწორება. თუ არ გვინდა, რომ ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები - ეს იქნება გამოძიება თუ გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)