08:16 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 18:10:54, 743 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი - ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას უნდა ეფუძვნებოდეს

ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თურქეთში ვიზიტის დროს გააკეთა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს საუბარი უნდა ეხებოდეს იმას, თუ რა პრინციპებს დაეფუძნოს ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ყველას სჭირდება, ნაცვლად იმისა, რომ გაგრძელდეს ერთი ჰეგემონის მსოფლიო წესრიგი.

„ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას, რუსეთის შეშფოთების გათვალისწინებას. ამიტომ, როდესაც ზოგიერთი საერთაშორისო ექსპერტი, ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, ცდილობს გამოვიდეს ინიციატივით, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მოდით, ახლა რუსეთი სწორად დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან – მაშინ ეს გახლავთ იმ სიტუაციის სიმპტომი, რომელიც შეიქმნა აშშ-ის მიერ გატარებული ხაზის შედეგად, რომელიც მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობებში აშშ-ის სრული ჰეგემონიის დამკვიდრებისკენ. საუბარი უნდა ეხებოდეს იმას, რა პრინციპებს დაეფუძნოს ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ყველას გვჭირდება, ნაცვლად უნიპოლარულისა, ერთი ჰეგემონის მსოფლიო წესრიგისა“, - განაცხადა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics