23:55 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 16:48:12, 636 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ქართველი მოსამართლეებისთვის კორუმპირებულის იარლიყის მიწებება მიუღებელია - პარტნიორები ასე არ იქცევიან

საქართველოს მოქალაქეებზე, ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათთვის როგორც კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყების მიწებება არის მიუღებელი, პარტნიორები ასე არ იქცევიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა.

"ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა. ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ტერმინი სანქცია აქ არ გამოიყენება. ასევე, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან და ელჩმა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებული არის, ძირითადად საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. არაფერი რაიმე ინფორმაცია დამატებით, როგორც ჩანს, არ არსებობს. არის ის, რაც არის პრესაში თუ სხვადასხვა კვლევაში, ის რაც ყველამ ჩვენ ვიცით, თუმცა სპეციფიურად რომელი ესა თუ ის ინფორმაცია იყო ამის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიმიღია.

ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება, მართალია თვითონ გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ სავიზო შეზღუდვას, თუმცა ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მოსამართლეების პიროვნული შეტევა და მათი, როგორც კორუმპირებული მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, არის აბსოლუტურად მიუღებელი, პარტნიორები ასე არ იქცევიან",- განაცხადა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics