23:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 13:00:36, 741 ნახვა

პოლიტიკა
ენმ-ის დეპუტატები - პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავთ წერილით, რომ ჟურნალისტებს უფლებამოსილება დაუყოვნებლივ აღუდგეთ

გამოცემული ბრძანება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - გააჩუმონ კრიტიკული მედია-, ასე ეხმაურებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, თინა ბოკუჩავა და ანა წითლიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას.

როგორც თინა ბოკუჩავა აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ ოფიციალური წერილით, რათა სამივე ჟურნალისტს უფლებამოსილება დაუყოვნებლივ აღუდგეს.

„საუკეთესო საბჭოურ სტილში, დღეს ელისო ბოლქვაძის დასმენის საფუძველზე, რომელიც გამოიწვია მის მიმართ კრიტიკულად დასმულმა კითხვამ კრიტიკული მედიის მიმართ, აეკრძალა ჟურნალისტური საქმიანობა და გაუუქმდა აკრედიტაცია სამ ჟურნალისტს, ესენია - თათია წოწონავა „მთავარი არხიდან“, რუსუდან დუმბაძე „ტვ პირველიდან“ და სოფო გოზალიშვილი „ფორმულადან“, ისევე როგორც მათ ოპერატორებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეთ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელების უფლება და აკრედიტაცია პარლამენტში. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე მუშაობენ პარლამენტში, მათ შორის მაშინ, როდესაც ქალბატონი ელისო ბოლქვაძე საერთოდ არ იყო პოლიტიკაში და ბევრი სხვა „ქართული ოცნების“ დღევანდელი წარმომადგენელი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მედიის წარმომადგენლები ხართ სრულიად სოლიდარული თქვენი კოლეგების მიმართ და თქვენც, სავარაუდოდ, გამოხატავთ თქვენს სოლიდარობას ამ სამი ჟურნალისტის და მათი ოპერატორების მიმართ. ჩვენ ჩვენის მხრივ მივმართავთ ოფიციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეს უფლებამოსილება სამივე ჟურნალისტს, ისევე როგორც მათ ოპერატორებს. ასევე მივმართავ სხვა პოლიტიკური პარტიების დეპუტატებს, ხელი მოაწერონ აღნიშნულ წერილს, რადგან ეს არის დისკრიმინაციული და უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება კრიტიკული მედიის გაჩუმებას. კრიტიკულ მედიას ამგვარი რეპრესიებით ვერ გააჩერებს ხელისუფლება, ხოლო თავად კიდევ მიუახლოვდება დასავლეთი გადაწყვეტილებას, რომ გაფართოვდეს სანქციები, რომლის პირველი მაგალითი მოხდა გუშინ ოთხი მოსამართლის დასანქცირებით. კრიტიკულ მედიას ვერ გააჩუმებთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანი წითლიძის თქმით, ამ ბრძანების გამოცემას აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივი და შალვა პაპუაშვილს მოუწოდა, რომ თუ არ გააუქმებს ამ ბრძანებას, მას ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნება პარლამენტში.

„არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს იმ ბრძანებას, რომელიც გამოსცა შალვა პაპუაშვილმა. ამას აქვს ერთადერთი პოლიტიკური მოტივი, რომ შეზღუდოს და პრაქტიკულად საქმიანობა აუკრძალოს კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს, რომ კრიტიკული კითხვები არ დაუსვან პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ ამ ბრძანების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პარლამენტში შეექმენაბ ძალიან დიდი დისკომფორტი", - განაცხადა ანა წითლიძემ. 

ცნობისთვის, პარლამენტმა "ტვ პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას, „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს და ამავე მედიასაშუალებების ოპერატორებს აკრედიტაცია შეუჩერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics