|
2023-04-07 09:07:00, 974 ნახვა
მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა. როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, ბორელის ვიზიტი ჩინეთში 13-დან 15 აპრილამდე გაგრძელდება. ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდნენ. ლიდერებმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, უკრაინაში ომის დასასრულებლად, რუსეთზე საკუთარი გავლენის გამოყენებისკენ მოუწოდეს. ჩინეთში მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ სახალხო რესპუბლიკას მშვიდობის დამყარებაში მთავარი როლი აქვს. მისივე განცხადებით, საფრანგეთი და ჩინეთი მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ომში ბირთვული იარაღი არ იქნება გამოყენებული.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)