|
2023-04-06 21:59:08, 694 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი სანქციებზე - ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც კანონი გვთხოვს, საქართველოს შეუძლია დაიწყოს გამოძიება
საქართველოს, შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს კანონი, - ასე გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ დასანქცირებული მოსამართლეები ჩართულნი იყვნენ კორუფციულ გარიგებაში, აქედან გამომდინარე შეერთებული შტატები ვალდებული იყო, რომ განეხორციელებინათ შესაბამისი ქმედება, რაც კანონით არის გათვალისწინებული. "სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ მოითხოვება აშშ-ის კანონმდებლობის მიერ, როცა გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ადამიანები არიან ჩართული კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი, ეს არის მოთხოვნა და ვალდებულება, რომ განვახორციელოთ ეს ქმედება და განსაზღვრავს ადამიანის უფლებას შევიდეს თუ არა შეერთებულ შტატებში. ეს სავიზო სანქციები არ აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს შევიდნენ ამერიკაში. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებები წლების განმავლობაში იყო ცნობილი და ჩვენ ამერიკის კანონი გვთხოვს როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, მოვიქცეთ ასე. საქართველოს, რა თქმა უნდა, შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს კანონი", - განაცხადა დეგნანმა. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)