|
2023-04-06 19:19:14, 707 ნახვა
პოლიტიკა
ლილუაშვილი სანქციებზე - უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა
ჩემმა კოლეგა მინისტრმა, გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას, - ასე გამოეხმაურა სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებას, რომელმაც ენტონი ბლინკენს სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაუგზავნა. ილია დარჩიაშვილმა კითხვაზე ფიქრობს თუ არა, რომ არის შანსი მისი დასანქცირების, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ სანქციების სახით რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრება. "ჩემმა კოლეგა მინისტრმა, ბატონმა დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას", - თქვა ლილუაშვილმა. უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. [ვისაც ნანახი არ აქვს] იმას გული დაწყდება", - განაცხადა ლილუაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)