00:48 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 14:50:05, 755 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი დასანქცირებაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული,- ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას.

მისი თქმით, მსგავსი მძიმე გადაწყვეტილება, იმ დროსაც კი არ გამოტანილა, როდესაც პარლამენტის წევრები სასამართლოს კარნახობდნენ, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მიეღო.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთი, ცნობილი იყოს ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რასთან გვაქვს საქმე, ყველას გვაინტერესებს.

პარლამენტის წევრები როდესაც კარნახობდნენ სასამართლოს რა გადაწყვეტილებები უნდა მიეღო, იმ დროს არ ყოფილა ასეთი მძიმე გადაწყვეტილება გამოტანილი და ჩვენთვის საინტერესოა და ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ როგორ შეიძლება ეს აიხსნას. იქნება კონკრეტული საკითხები, რომლებზეც მოგვიწევს ჩვენ ყველას მსჯელობა და ეს საზოგადოების განხილვის საგნად იქცევა. ყველაფერს აქვს თავისი დრო, არსებობს რაღაც დიპლომატიური ეტიკეტი და თანამშრომლობა და ჩვენ ამ ეტიკეტს ვირჩევთ, რომ ჩვენ პარტნიორებთან გვქონდეს კომუნიკაცია და გავერკვეთ კონკრეტულ საკითხებში, ამის მიხედვით დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს",- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics