00:48 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 13:43:46, 731 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს

საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციონერმა დეტუტატებმა პარლამენტში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე  ინიცირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი უნდა დადგეს.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს  მოქალაქეების და საქართველოს სახელმწიფოს მომავლის მხარდასაჭერად. შესაბამისად ჩვენ, საქართველოს პარლამენტის ოპოზიცია სრულად ვითხოვთ რეაგირებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ გვსურს, საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე დადგეს ინიცირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი და შევქმნათ საგამოძიებო კომისია. ამ მიზნით ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, რადგან მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დღე, რომელიც დააყოვნებს რეაგირებას სანქცირების თემებთან დაკავშირებით, შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს საქართველოსთვის.

შესაბამისად პარლამენტის თითოეული წევრი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას და რეაგირების არ მოხდენა, სწორედ, რომ სანქცირების გაგრძელების და ამ ქვეყნის განვითარების შეფერხების საფუძველი გახდება“,- განაცხადა კორძაიამ.

ამასთან,  როგორც "რეფორმების ჯგუფის" დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, საგამოძიებო კომისია რეგისტრირებულია და მისი კენჭისყრა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

„როგორც იცით საგამოძიებო კომისია არის რეგისტრირებული და ნებისმიერ დროს შეგვიძლია მისი კენჭისყრა. როგორც აღინიშნა, მთელი საპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანებულია ამ საკითხის ირგვლივ და ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, რომ ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა მომავალი კვირის უახლლოეს დღეებში და უკვე რეგისტრირებული კომისია, რომელსაც მხარს მთელი საპარლამენტო ოპოზიცია უჭერს დადგეს კენჭისყრაზე.

აშშ-ის ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი და ერთგული მეგობარი ჩვენი ქვეყნის და ახლა ჩვენი მანდატის ფარგლებში ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ გავაგრძელოთ დაწყებული საქმე“,- განაცხადა სამნიძემ.

მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს - შეეშვით ხალხის ნების გაყალბებას. "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა ყოველგვარი მორალური საფუძველი, რომ მას ერქვას საქართველოს ხელისუფლება. იცოდეთ, რომ თუ გააგრძელებთ ხალხის ნების გაყალბებას, შემდეგი იქნებით თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი გარემოცვა. დღეს, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მშვიდობიანად დაიწყოთ მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნება ხალხისთვის... კიდევ ერთხელ ვამბობ - "ქართული ოცნების" გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს - დატოვეთ ეს გემი!" - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ,  გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics