|
2023-04-06 12:28:43, 679 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე კობახიძეს - ვერ დადგები ცალ ფეხზე იმიტომ, რომ შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან
ვერ დადგები, ირაკლი, ცალ ფეხზე იმიტომ, რომ შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან, - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე მოსამართლეთა სანქცირების საკითხზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. მანჯგალაძის თქმით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება "ბოლო სიგნალი" და "ბოლო გაფრთხილებაა". "ეს არის ბოლო გაფრთხილება. ეს არის ბოლო სიგნალი, რომ ამერიკა ვერ და არ შეეგუება იმას, რომ ქვეყანაში იყოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი და არაფორმალური მმართველობა. მინდა ირაკლი კობახიძესა და "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებს ვუპასუხო - დაიხვიეს გიორგი ბურჯანაძის გამოსვლა, რომ "ჩვენ ცალ ფეხზე არ დავდგებით" - თითქოს, ვინმემ მოსთხოვა ცალ ფეხზე დადგომა. ვერ დადგები, ირაკლი, ცალ ფეხზე, პირდაპირ გეუბნები - იმიტომ, რომ შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან და რომც მოინდომო, ვერ დადგები ცალ ფეხზე", - ამბობს მანჯგალაძე. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით, ჩვენ ვიდგებით ორ ფეხზე და დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს".
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)