08:19 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 19:45:54, 740 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების განცხადება აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის განცხადება ცარიელი დაპირებებია

რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადება აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადება ცარიელი დაპირებებია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

იენს სტოლტენებრგმა ასევე აღნიშნა, რომ რაც დრო გადის რუსეთი ჩინეთზე დამოკიდებული ხდება, ხოლო ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური დახმარების მიწოდება ისტორიული შეცდომა იქნება, რომელსაც ღრმა შედეგები მოჰყვება. 

„განცხადება, რომ ისინი განათავსებენ ტაქტიკურ შეიარაღებას, ბირთვულ იარაღს ბელარუსში მას შემდეგ, რაც მათ ხელი მოაწერეს ჩინეთთან შეთანხმებას, რომელიც საწინააღმდეგოს აცხადებს, აჩვენებს, რომ ეს ცარიელი დაპირებებია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინ პინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ მიღებული საერთო დეკლარაციის თანახმად, ქვეყნებმა არ უნდა განათავსონ ბირთვული იარაღი საზღვრებს გარეთ. 

დეკლარაციის მიღების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა, რომ  რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics