|
2023-04-05 14:48:19, 1276 ნახვა
ეკონომიკა
მიქაუტაძე - სიმძლავრის აუქციონზე დაფიქსირდა მაღალი აქტიურობა, რაც კონკურენტული გარემოს შედეგია
განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადა, დასრულდა - აუქციონის კომისიის სხდომაზე დახურულ კონვერტებში წარმოდგენილი განაცხადები გაიხსნა და მათი შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. კომისიის თავმჯდომარის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, კერძო სექტორიდან საკმაოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა, კომისია აქტიურ რეჟიმში განაგრძობს წარმოდგენილი წინადადებების შესწავლას და საბოლოო შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. აღნიშნული აუქციონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადდა. შერჩეული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის. რომეო მიქაუტაძის ინფორმაციით, აუქციონში, რომელიც გამოცხადებული იყო 300 მგვტ. სიმძლავრეზე, შემოვიდა 78 განაცხადი, ჯამურად 900 მგვტ-ზე მეტ სიმძლავრეზე. მისი შეფასებით, ასეთი მაღალი აქტიურობა ბიზნესსექტორთან სწორი კომუნიკაციისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილი სამართლიანი და კონკურენტული გარემოს შედეგია. მხარდაჭერის ახალი სქემა შეეხებათ მხოლოდ იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც ვერ ვითარდებიან და ამისთვის დამატებითი სტიმული ესაჭიროებათ. სქემის მიხედვით, სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში იღებს ვალდებულებას, რომ აუქციონში გამარჯვებულ ფასად, გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია და ამით ხელი შეუწყოს ადგილობრივი გენერაციის განვითარებას. 10 თებერვალს გამოცხადებულ აუქციონში კატეგორიებად იყო წარმოდგენილი როგორც ჰესები (მოდინებაზე), ასევე მზისა და ქარის სადგურები და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები.
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)