|
2023-04-05 13:30:21, 863 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნისთვის ბრძოლას არ შევწყვეტთ
9 აპრილს ვიკრიბებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებასთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხაბიშვილის თქმით, ენმ-ი ბრძოლას არ შეწყვეტს და პარტია "ყოველდღიურ რეჟიმში გაძლიერდება". „მნიშვნელოვანია 9 აპრილს, 17:00 საათზე, ყველა მოქალაქე მოვიდეს და დააფიქსიროს მისი ურყევი ნება, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. შეგახსენებთ, რომ 7-9 მარტის აქციებზე დადგა კონკრეტული შედეგი საზოგადოებასთან ერთად, როდესაც „რუსული კანონი“ გაიწვიეს და მე მინდა გითხრათ ასევე, რომ ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საპარლამენტო ოპოზიციამ, ყველამ ერთად, ვინც იბრძოლა ამ „რუსულ კანონის“ წინააღმდეგ. ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით 9 აპრილს და ვიქნებით ძალიან ბევრი. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნისთვის ბრძოლას არ შევწყვეტთ. ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ვმუშაობთ ძალიან ბევრს, მათ შორის შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და ჩვენ უზრუნველყავით ის, რომ ეს თემა ყოფილიყო მნიშვნელოვანი საკითხი საინფორმაციოდ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ჩვენ 9 აპრილს ვიკრიბებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებასთან, ნიკა გვარამიას თავისუფლებასთან. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, ჩვენ არავის არ ვეჯიბრებით. რაც შეეხება სტრასბურგის სარჩელს, პარტია მიზანმიმართულად იკავებს თავს გაკეთოს რამე განცხადება, ეს არ არის პოლიტიკური სპეკულაციის საკითხი, ეს არის იურიდიული საკითხი, რომელსაც ადვოკატები, პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ოჯახი თავად გადაწყვეტს, შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ არ ჩავერიოთ ამ განხილვებში, რადგან არ იყოს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოყენებული სასამართლოში. იმისთვის, რომ პარტია გაძლიერდეს, იმისთვის, რომ ჩვენ მზად ვიყოთ რუს ოლიგარქთან საბრძოლველად, პარტია გაძლიერდება ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენი კარი ყველასთვის", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)