01:45 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 15:22:14, 828 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - ლაზარე გრიგორიადისი უნდა იყოს გარეთ, ვიმუშავებთ ფართომასშტაბიან აქციაზე

ლაზარე გრიგორიადისი უნდა იყოს გარეთ, ვიმუშავებთ ფართომასშტაბიან აქციაზე,- ასე გამოეხმაურა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ლაზარე გრიგორიადისის საქმეს.

მისი თქმით, რუსულმა რეჟიმმა რუსული რევანშის სამიზნედ 21 წლის ახალგაზრდა აირჩია.

"მინდა გამოვეხმაურო აბსოლუტურად ამორალურ და აღვირახსნილ კამპანიას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც დაიცვეს ევროპული არჩევანი საქართველოში 7-9 მარტს. კერძოდ, რუსულმა რეჟიმმა, რუსული რევანშის სამიზნედ აირჩია ლაზარე, ადამიანი, რომელიც უნდა ამაყობდეს იმით, რომ მან დაიცვა საქართველოს ღირსება. ეს არ არის უბრალოდ ცალკე აღებული პოლიტიზირებული საქმე, ეს არის გამიზნულად მიმართული ევროპული არჩევანის წინააღმდეგ, ადამიანის ღირსების შემლახველი, ძალადობრივი და უნამუსო კამპანია მთელი სახელმწიფოს ამ ადამიანის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ, ყველა მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად თუ რომელ საზოგადოებრივ ჯგუფს ვეკუთვნით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს ღირსება და ევროპული არჩევანის დაცვის ხაზი გადის სწორედ ლაზარეს დაცვაზე.

ვდებთ პირობას, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ლაზარე იყოს თავისუფალი და მიიღოს ის პატივისცემა, რომელსაც იმსახურებს.

პირველი, გვიხარია, რომ არაერთმა ჯგუფმა მოაწყო საპროტესტო აქცია და ჩვენც შევუერთდებით ყველა აქციას, რომელიც იქნება მიმართული ლაზარეს დაცვაზე. მეორე, ასევე ვიმუშავებთ ძალიან ფართომასშტაბიან აქციაზე, ლაზარეს დასაცავად. მესამე ჩვენ უკვე გვაქვს კომუნიკაცია ჩვენ პარტნიორებთან, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ღირსების საკითხია ლაზარეს დაცვა და ყველა იმ ადამიანის დაცვა, რომელიც 7-9 მარტის აქციების დროს იცავდა ქართულ-ევროპულ მომავალს. ჩვენ გვექნება ყველა იმ ადამიანის სია, დაწყებული ივანიშვილიდან, გაგრძელებული მისი მონა ღარიბაშვილით და დამთავრებული ყველა ბადრაგით, რომლებიც დღეს ცდილობენ ლაზარეს ღირსების შელახვას ამ დამწყვდეული ძალადობრივი მეთოდით. ყველაფერზე პირობას ვდებ, ყველა აგებს პასუხს",- განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

2 აპრილს, 21 წლის ახალგაზრდის უფლებადამცველმა, ლიკა ბითაძემ აღკვეთის ღონისძიების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პატიმრობის შეცვლა გირაოთი მოითხოვა.

გუშინ, 3 აპრილს ადვოკატმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს, დაკავების შემდეგ, დაემუქრნენ - იმ შემთხვევაში თუ ის აღიარებით ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, მის მეგობარს დაიჭერდნენ. ადვოკატის ინფორმაციითვე, 21 წლის ახალგაზრდას პენიტენციურ დაწესებულებაში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.

ლიკა ბითაძის აღნიშნულ განცხადებებს გუშინვე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომელმაც გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ ბრალდებულმა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით ისარგებლა და რომ "სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მით უმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics