01:46 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 12:05:00, 1119 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - პარლამენტის თავჯდომარემ მე და ანა ნაცვლიშვილს გრიგორიადისის მონახულებაზე უარი გვითხრა

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ანი წითლიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ  მას და დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს ლაზარე გრიგორიადისის მონახულებაზე უარი უთხრა.

წითლიძის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ხელისუფლებას ლაზარეს საქმესთან დაკავშირებით რაღაც აქვს დასამალი".

"პარლამენტის თავჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი მითხრა. (მეც და როგორც გაირკვა ანა ნაცვლისშვილსაც).

მიზეზი გაურკვეველია. თუმცა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ხელისუფლებას დასამალი ლაზარეს საქმესთან დაკავშირებით რაღაც აქვს", - წერს წითლიძე.

შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

2 აპრილს, 21 წლის ახალგაზრდის უფლებადამცველმა, ლიკა ბითაძემ აღკვეთის ღონისძიების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პატიმრობის შეცვლა გირაოთი მოითხოვა.

გუშინ, 3 აპრილს ადვოკატმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს, დაკავების შემდეგ, დაემუქრნენ - იმ შემთხვევაში თუ ის აღიარებით ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, მის მეგობარს დაიჭერდნენ. ადვოკატის ინფორმაციითვე, 21 წლის ახალგაზრდას პენიტენციურ დაწესებულებაში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.

ლიკა ბითაძის აღნიშნულ განცხადებებს გუშინვე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომელმაც გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ ბრალდებულმა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით ისარგებლა და რომ "სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მით უმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics