03:57 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 21:55:25, 1776 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე გრიგორიადისზე - ვინც მოლოტოვის კოქტეილით წვავს პოლიციელებს, მათ მიმართ კომპრომისი ვერ იქნება

არავის აინტერესებს არცერთი ადამიანის არც ვიზუალი და არც სექსუალური ორიენტაცია, ეს არის მათ მიერ თემის გადაფარვის მცდელობისთვის წამოსროლილი სიტყვები, თვითონ უსვამენ ამას ხაზს, - ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 7-9 მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს აინტერესებს ის, რომ ლაზარე გრიგორიადისს ბრალად ედება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა და ვერ იქნება კომპრომისი მათ მიმართ, ვინც მოლოტოვის კოქტეილებით წვავენ პოლიციელებს.

"არავის აინტერესებს არცერთი ადამიანის არც ვიზუალი და არც სექსუალური ორიენტაცია. ეს არის მათ მიერ თემის გადაფარვის მცდელობისთვის წამოსროლილი სიტყვები, თვითონ უსვამენ ამას ხაზს განსაკუთრებულად ბოლო დღეების განმავლობაში. სახელმწიფოს აინტერესებს ის, რომ ამ ადამიანს ბრალად ედება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა და ვერ იქნება კომპრომისი მათ მიმართ, ვისაც მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და მოლოტოვის კოქტეილებით წვავენ პოლიციელებს... ცოცხლად დაწვის მცდელობა უნდა გავატაროთ იმიტომ, რომ თურმე ვიღაც ოპონენტს უთქვამს რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო იჩაგრება. არავინ არაფრის გამო არ იჩაგრება ქვეყანაში, მთავარია რას აკეთებ", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

"უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics