|
2023-04-03 19:35:50, 860 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა მოვხსნათ ვადაზე ადრე
„ხორბლის და ქერის ექსპორტის შეჩერების შესახებ 2021 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება არსებული ვითარებიდან გამომდინარე მივიღეთ და მიზნად ისახავდა, ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მთლიანად მოხმარებოდა ადგილობრივ მოთხოვნას. სასურსათო უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება იყო გამართლებული. შემდეგ, რამდენიმე თვეში, ქერთან მიმართებაში ეს შეზღუდვა მოვხსენით. დღეს, არსებული ვითარების ანალიზით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბალთან მიმართებაშიც მოიხსნას შეზღუდვა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფერმერებს თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებში, თავისუფალ სავაჭრო სივრცეში მოახდინონ არსებული ხორბლის რეალიზაცია, რადგან სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში არ დგას არანაირი უზრუნველყოფის რისკი, ქვეყანაში არსებობს როგორც ფქვილის, ასევე ხორბლის მარაგები, დაახლოებით, 2-3 თვის; 3 თვის შემდეგ კი, ახალ მოსავალს ველოდებით. „ყოველივე აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა მოვხსნათ ვადაზე ადრე; ჩვენ აკრძალვა გვქონდა ივლისამდე და დღეს, არსებული მდგომარეობით, მიზანშეწონილად ვთვლით, რომ ეს აკრძალვა მოვხსნათ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)