|
2023-04-03 16:32:45, 930 ნახვა
რეგიონი
აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონის წარმატებით ჩატარებისთვის თორნიკე რიჟვაძემ უწყებათაშორისი შეხვედრა გამართა
აჭარის საზღვაო ტურისტული სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გამართა. "2023 წლის საზღვაო სეზონის წარმატებით ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა უწყების სრული კოორდინაცია", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. უწყებებს დაევალათ საორგანიზაციო სამუშაოების დაწყება მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სატრანსპორტო ნაკადებისა და ნარჩენების მართვისთვის. აჭარა, ბათუმი 2023 წელს საერთაშორისო სპორტული, ტურისტული და კულტურული ღონისძიებების ცენტრი იქნება. ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარაში მზარდია, 2022 წელს რეგიონში 3,9 მლნ ვიზიტი გამხორციელდა. შესაბამისად, 2023 წლის საზღვაო სეზონთან დაკავშირებითაც მოლოდინები პოზიტიურია. აჭარაში, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სერვისების შექმნის პარალელურად, მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაციაზე მუშაობა. აჭარა წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვან და რეპუტაციულ ტურისტულ პლატფორმაზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანისა და ისრაელის ტურისტული გამოფენები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)