01:45 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 14:20:30, 897 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე კრამონზე - ე.წ. ჩვენი ქვეყნის მეგობრები ხელს უწყობენ პოლარიზაციის გაღრმავებას

„ეს არის სახელმწიფოს უპატივცემლობა, ქართველი ხალხის უპატივცემლობა, რაც მათ განცხადებებსა და ქმედებებში არაერთხელ დადასტურებულა“, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისვლას.

თბილისის მერის თქმით, კრამონისა და სხვა კონკრეტული ევროპარლამენტარების  განცხადებები პოლარიზაციის არათუ შემცირებას, პირიქით, გაღრმავებას უწყობს  ხელს და გამოხატავს მათ გარკვეულ პოლიტიკურ   დღის წესრიგს.  

„იმ 12-პუნქტიან გეგმაში პირველი, რაც წერია, არის დეპოლარიზაცია. ერთი მხრივ, მოგვიწოდებენ დეპოლარიზაციისკენ, მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ე.წ. ჩვენი ქვეყნის მეგობრები, პირიქით, ხელს უწყობენ პოლარიზაციას, ხელს უწყობენ მარგინალური რადიკალური დაჯგუფებების დაფინანსებას პირდაპირ და მათი ეს განცხადებები, რბილად რომ შევაფასოთ, არის ძალიან დიდი უპატივცემლობა. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს არსებულ ვითარებას, არსებულ რეალობას, ვინ არის მართლა ამ ქვეყნის მეგობარი, ვის აქვს სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მოხდეს ევრინტეგრაცია.  ასეთ ადამიანებს, როგორიც არის ქალბატონი ვიოლა, ნამდვილად არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს განვითარების, წინსვლის და საქართველოს ევროინტეგრაციის. ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი კონკრეტული ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იმყოფებოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics