01:46 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 12:41:47, 869 ნახვა

პოლიტიკა
ნაუსედა - გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მიაღწიოს მიზანს და ევროკავშირის წევრი გახდეს

გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვის გზა ქვეყნის ტრანსფორმაციის გზაა.

"გილოცავთ თქვენ და თქვენს ხალხს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა, ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა, ეს არის ხელშესახები რეფორმები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს მოქალაქეებისთვის და კეთილდღეობისთვის. გვწამს, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლიდირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები", - განაცხადა ნაუსედამ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ, შეხვედრები ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან და სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან.

საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს.

სალომე ზურაბიშვილი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ ,,უკრაინულ ცენტრს" ეწვევიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics