|
2023-04-03 11:58:37, 862 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე კრამონზე - როცა ევროპარლამენტარი უერთდება პოლიტიკური პარტიის აქციას, ეს თავისთავად მიუღებელია
როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საპროტესტო აქციას, ეს უკვე თავისთავად არის მიუღებელი, - ასე ეხმიანება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლას მთავრობის კანცელარიასთან 1-ელ აპრილს 21 წლის დაკავებული აქტივისტის მხარდასაჭერ აქციაზე. კობახიძის თქმით, ვიოლა ფონ კრამონის აღნიშნული ქმედება "კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ, ეს დამოკიდებულება, უბრალოდ, არის არასწორი". "ჩვენ ვიცით ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის, სამწუხაროდ, ერთგვარი უდიერი დამოკიდებულება და ამის გამოვლინება იყო გუშინ მისი მისვლა იმ აქციაზე, რომელიც გამართა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ. როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საპროტესტო აქციას, ეს უკვე თავისთავად არის მიუღებელი და კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ, ეს დამოკიდებულება, უბრალოდ, არ არის სწორი", - აღნიშნულია კობახიძის განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)