|
2023-04-03 10:04:24, 1005 ნახვა
მსოფლიო
ISW - შესაძლოა, რომ ტატარსკის მკვლელობა კრემლმა რუსეთში ცენზურის გასაძლიერებლად გამოიყენოს
რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, რუსეთში შიდა ბრძოლების მტკიცებულება იყოს,- ამის შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების თქმით, არაა გამორიცხული, რომ კრემლმა სამხედრო კორესპონდენტის მკვლელობა რუსულ საზოგადოებაში ცენზურის გასაძლიერებლადაც გამოიყენოს. ანალიტიკოსების თქმითვე, რუსმა ოფიციალურმა პირებმა და კრემლის პროპაგანდისტებმა მალევე დაადანაშაულეს უკრაინა აფეთქების ორგანიზებაში, თუმცა კიევის წარმომადგენლები ინციდენტში მონაწილეობას უარყოფენ. ამასთან, ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, გაფრთხილება იყო პრიგოჟინისთვის, რომელიც სულ უფრო მეტად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ კრემლის მთავარ პროპაგანდისტულ მოსაზრებებს უკრაინის ომის შესახებ და მიანიშნებს კიდეც თავის ინტერესებზე რუსეთის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით. "ფომინის [ტატარსკის] ბიოგრაფია და ქცევა გარკვეულწილად მოგვაგონებს პრიგოჟინს - ისინი ციხეში ყოფნის შემდეგ ცნობილი ულტრანაციონალისტური ფიგურები გახდნენ",- აღნიშნულია ISW-ის ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ პარასკევს სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქება მოხდა, რომლის მსხვერპლი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ვლადლენ ტატარსკი გახდა. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 25 ადამიანი, 24 კი ჰოსპიტალიზებულია. აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა. ამასთან, უცხოური მედიის ცნობით, რუსი სამხედრო კორესპონდენტის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, დარია ტრეპოვა დააკავეს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)