22:42 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-02 17:47:55, 1044 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გრიგოლია - დღეს სააკაშვილის მდგომარეობა არის გაცილებით უარესი, ვიდრე მაისში, როცა კლინიკაში შემოვიდა

ათი თვის მკურნალობის შედეგად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის გაცილებით უფრო უარესი, ვიდრე მაისში, როცა ის შემოვიდა ამ კლინიკაში,- ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, გიორგი გრიგოლიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გრიგოლიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, უმჯობესი იქნება, თუ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

"თუ ჩვენ გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე დავიცვათ, უმჯობესი იქნება, რომ რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული. მე მგონია, რომ საქართველოს პირობებში, სადაც ის თავს გრძნობს პატიმრად, სადაც არ ეხსნება ის სტრესი, რამაც გამოიწვია დაავადება, ნებისმიერ კლინიკაში იქნება იგივე რეზულტატი აბოსლუტურად", - თქვა გიორგი გრიგოლიამ.

ცნობისთვის, დღეს მესამე პრეზიდენტთან სახალახო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის წევრები იმყოფებოდნენ. "ვივამედში" კონსილიუმის შესვლას წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილის თხოვნა, რომ ის კონსილიუმის წევრებს მოენახულებინათ.

მანამდე, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხცადა, რომ კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში ომბუდსმენი არ ერევა. იოსელიანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია და პროცესს შეფერხება არ ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics