|
2023-04-02 15:25:21, 885 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, ქუთაისში აქცია გაიმართა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ქალაქის მერიასთან შეკრებილმა პარტიის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაც მოითხოვეს. "თქვენ ყველაზე კარგად იცით, ვინ არის ბოროტი - რუსი ოლიგარქი, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ქვეყანა; რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი; რომელსაც არ უყვარს საკუთარი ქალაქები, პატრიოტი ხალხი. თქვენ ყველაზე კარგად უწყით, რომ მათ შორის სძულს ქალაქი ქუთაისი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპარლამენტო მნიშვნელობის ქალაქს როგორ წაართმევდა პარლამენტს. მნიშვნელოვანია, რომ 9 აპრილს მთელი საქართველო შევიკრიბოთ და ვთქვათ - არა რუსულ მთავრობას", - მიმართა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე შეკრებილებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)