02:42 - 10 May, 2026
|
2023-04-02 13:28:25, 1000 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - „თავისუფლება, რომელიც არ გამოიყენება, ქრება“ - ქართველებმა ეს ყველაზე კარგად იციან
ქართველები შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას ხშირად და ხმამაღლა იყენებენ,- ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს. კრამონი სოციალურ ქსელში, განცხადებასთან ერთად, აქვეყნებს ვიდეოკადრებს, რომელიც გუშინ, მთავრობის კანცელარიის წინ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას ასახავს. "ჰაინრიხ ბიოლმა თქვა: „უფლება, რომელიც არ გამოიყენება, კვდება; თავისუფლება, რომელიც არ გამოიყენება, ქრება“. ქართველებმა ეს ყველაზე კარგად იციან. ამიტომ, ხშირად და ხმამაღლა იყენებენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას!"- წერს კრამონი Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ელ აპრილს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზა გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე თვითონაც იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)