|
2023-04-01 18:54:20, 830 ნახვა
საზოგადოება
ინსულინი ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ - განცხადება
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი ინსულინით უზრუნველყოფილია და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფარმაცევტული საშუალებები ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ და არც ერთი პაციენტი ინსულინის გარეშე არ იმყოფება. ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის ტენდერები არ ჩატარებულა. საზოგადოების ინფორმირებისათვის განვმარტავთ, რომ ინსულინის მომწოდებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია და მარაგი სისტემატურად ივსება. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ აღნიშნული სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობა. შესაბამისი დადგენილება(2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება N609) სამი თვის მარაგების გაცემას არ ითვალისწინებს. ინსულინის მედიკამენტები ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:
შპს ,,მედფარმა პლუსი"დიმიტრი უზნაძის ქ. N76 ; ორდე დგებუაძის ქ. N1
შპს "ბლექსი ფარმა" ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. N165
შპს ,,პანაცეა"ქ.ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. N2
შპს ,,ფარმასპექტრი" ქ. საჩხერე, მაჭავარიანის ქ. N20; შპს ,,ფარმაცია"ქ. ზესტაფონი, აღმაშენებლის ქ. N61ა; შპს ,,N4 აფთიაქი"; ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. N14; ი/მ ,,რუსუდანი კაციტაძე'' ტყიბული, კ. გამსახურდიას ქ.N38; შპს „ფირმა ფარმაცია“ ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. N21ა;
ი.მ. ,,დავით გელაშვილი" ქ. ხაშური, ბორჯომის ქ. N206;
შპს ,,იმედი-თელავი"ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზირი N41;
შპს „ჯეო ფარმა“ მცხეთა, მერაბ კოსტავას 17ბ;
შპს ,,ზუგდიდის ფარმაცია''ქ.ზუგდიდი, თამარ მეფის ქ. N18; შპს ,,ალბინა'' ქ. ფოთი, კოსტავას ქუჩა N22; ი.მ. ,,ნათელა ჯაფარიძე" მესტია, სეტის მოედანი N17;
ი/მ „ლია გორელიშვილი“ ქ. ახალციხე, რუსთაველიქ ს. N97; შპს ,,ფარმამელინე" ახალქალაქი, ნალბანდიანის ქ. N54; ი/მ ,,ნორაირ მერაბიან'' ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. N19;
შპს ,,ფარმავიტა'' ქ. რუსთავი, წერეთლის ქ. N9ა;
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)