19:48 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-01 16:17:18, 1905 ნახვა

პოლიტიკა
სტეფანჩუკი - რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა, როგორც ჩანს სამყარო შეიშალა

პირველი აპრილი. მოტყუების დღე. ყველაზე ცუდი ხუმრობა რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობაა, - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაეროს ორგანო პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ამის პარალელურად კი მისი თავმჯდომარე აგრესორი ქვეყანა რუსეთი ხდება.

"პირველი აპრილი. მოტყუების დღე. ყველაზე ცუდი ხუმრობა რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობაა. ეს ორგანო პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. როგორც ჩანს, სამყარო შეიშალა", - წერს სტეფანჩუკი.

შეგახსენებთ, რუსეთი ერთი თვით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics