02:42 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 18:38:21, 1113 ნახვა

პოლიტიკა
პესკოვმა WSJ-ის მოწოდებას ყველა რუსი ჟურნალისტის გაძევების შესახებ აბსურდული და არასწორი უწოდა

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა Wall Street Journal-ის მოწოდებას ყველა რუსი ჟურნალისტის გაძევების შესახებ აბსურდული და არასწორი უწოდა.

პესკოვის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთის წინააღმდეგ მსგავსი ზომების გატარების საფუძველი არ არსებობს.

მანვე დასძინა, რომ ყველა უცხოელ ჟურნალისტს, რომელსაც აქვს მოქმედი აკრედიტაცია, შეუძლიათ განაგრძნობ ჟურნალისტური საქმიანობა რუსეთში, ხოლო რაც შეეხება WSJ-ის დაკავებულ ჟურნალისტს, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა, მისი შედარება სხვა ჟურნალისტებთან დაუშვებელია.

„ყველა ჟურნალისტს, რომელსაც აქვს აქ მოქმედი აკრედიტაცია, ვგულისხმობ უცხოელ ჟურნალისტებს, მათ შეუძლიათ და განაგრძონ ჟურნალისტური საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში. WSJ-ის დაკავებული ჟურნალისტი ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა, მისი შედარება სხვა ჟურნალისტებთან დაუშვებელია, ხოლო რეალურ ჟურნალისტებს რუსეთში არანაირი შეზღუდვა არ ექმნებათ და იდეალურად მუშაობენ, ამ შემთხვევაში, კეთილსინდისიერი ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვა აბსურდული და არასწორი იქნება“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გერშკოვიცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა (ჯაშუშობა) აღძრული. 

დღევანდელ განცხადებაში Wall Street Journal- მა აშშ-დან რუსეთის ელჩისა და რუსი ჟურნალისტების გაძევება მოითხოვა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics