02:43 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 17:11:50, 1150 ნახვა

პოლიტიკა
ენმ - ლაზარე გრიგორიადისის დაკავება ახალგაზრდების დისკრედიტაციისა და დაშინების ლოგიკური გაგრძელებაა

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავება ახალგაზრდების დისკრედიტაციისა და დაშინების ლოგიკური გაგრძელებაა, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 21 წლის გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

როგორ ენმ-ის განცხადებაშია ნათქვამი, “ქართულ ოცნებას” რუსული კანონის გაწვევით, რუსულ სტილში ადამიანების დაშინებაზე უარი არ უთქვამს.

"ხელისუფლება, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ცდილობს იმ ახალგაზრდების დისკრედიტაციას, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსული კანონის მიღებას საქართველოში. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავებაც სწორედ ახალგაზრდების დისკრედიტაციისა და დაშინების ლოგიკური გაგრძელებაა. “ქართულ ოცნებას” რუსული კანონის გაწვევით, უარი არ უთქვამს რუსულ სტილში ადამიანების დაშინებაზე, მათ დევნაზე. 

მმართველმა პარტიამ მიიჩნია, რომ რუსული კანონის მიღებით გამოწვეულ სახალხო მღელვარებას ვერ ჩააცხრობდა აქციების დაშლით, ამიტომ საზოგადოებასთან ბრძოლის გზად აქციის მონაწილეების ინდივიდუალური „სამართლებრივი პასუხისმგებლობის“ გზა აირჩია. “ქართულმა ოცნებამ” უღალატა "გავრილოვის ღამის" შემდეგ დადებულ პირობას, სრულად პროპორციული არჩევნების შესახებ; საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა შარლ მიშელის შეთანხმებაც. ისინი დღესაც აგრძელებენ სახელმწიფო ინტერესების საბოტაჟს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს 9 აპრილის აქციის მნიშვნელობაში.

გუშინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, რომელიც თავად არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ქვეყნის ევროპული ორიენტაციის ცვლილებისა, ისაუბრა აწ უკვე დაკავებული ლაზარეს “არეულ ორიენტაციაზე”, რასაც თან სდევდა ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიის ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ სიძულვილზე დაფუძნებული კამპანია. ერთის მხრივ, “ქართულ ოცნებას” დაქვემდებარებული სატელევიზიო არხები და მეორეს მხრივ, მათ მიერ დაქირავებული ტროლ-ბოტები თუ ექსპერტები აქტიურად მიუთითებდნენ როგორც ლაზარეს გარეგნობაზე, ისე მის არაქართულ გვარზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და “ქართული ოცნების”სხვა ლიდერების მიერ წარმოებული სიძულვილის კამპანია, კიდევ უფრო გვაშორებს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს ადამიანების გარიყვას და მათ მიმართ სიძულვილის კამპანიის წარმოებას, ნებისმიერი ნიშნით.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ლაზარე გრიგორიადისი და არც სხვა რომელიმე ახალგაზრდა იყოს დაუცველი ხელისუფლების უკვე დაანონსებული და მიმდინარე რეპრესიებისგან",- ნათქვამია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

ცნობისთვის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ცოტა ხნის წინ შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არჩილ კალატოზიშვილმა მიიღო.

"უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics