|
2023-03-31 13:47:50, 1050 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მინდა დავპირდე სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება
მინდა დავპირდე სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს უკრაინიზაცია, ნიშნავს 35%-იან ეკონომიკურ ვარდნას, რაც არის სრული კატასტროფა. "მე მინდა დავპირდე სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება. შეგახსენებთ, რა არის საქართველოს უკრაინიზაცია - ეს ნიშნავს 35%-იან ეკონომიკურ ვარდნას, რაც არის სრული კატასტროფა. ეს მოხდა სამწუხაროდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში და ეს არის მძიმე ტვირთი, რომელიც აქვს მათ, ეს არის 100 000-ზე მეტი დაღუპული, ინფრასტრუქტურის ნგრევა და ა.შ. საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება და ამ პირობას მე ვაძლევ საქართველოს პრეზიდენტს!",- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მომდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)