03:42 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 12:47:58, 994 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ხელისუფლებას - ქართველმა ხალხმა გითხრათ, რომ რუსეთი არ უნდა არცერთი ფორმით

ქართველი ხალხი თქვენს გასაგონად სამჯერ გამოვიდა. არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისთვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას მიმართა.

ზურაბიშვილმა მთავრობას ბოლო წლების განმავლობაში ქართველი ხალხის საპროტესტო აქციების მთავარი გზავნილები შეახსენა "2020 წლის 20 ივნისს, ქართველმა ხალხმა გითხრათ, რომ რუსეთი არ უნდა არ უნდა არცერთი ფორმით, არცერთი წამით. 2022 წლის 4 მარტს გითხრათ, რომ მეგობარ ქვეყანას, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას და ჩვენი ორი ქვეყნის ერთობლივ ევროპულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია. 2023 წლის 7-8 მარტს გითხრათ, რომ როგორი მომავალი სურს და არასდროს რომ არ შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას".

"ქართველი ხალხი თქვენს გასაგონად სამჯერ გამოვიდა. არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისთვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისათვის. 2020 წლის 20 ივნისს, ქართველმა ხალხმა გითხრათ, რომ რუსეთი არ უნდა არ უნდა არცერთი ფორმით, არცერთი წამით. 2022 წლის 4 მარტს გითხრათ, რომ მეგობარ ქვეყანას, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას და ჩვენი ორი ქვეყნის ერთობლივ ევროპულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია. 2023 წლის 7-8 მარტს გითხრათ, რომ როგორი მომავალი სურს და არასდროს რომ არ შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას, ქართველი ხალხის გამოძახილი მკაფიო და ნათელია, ეს მსოფლიომ კარგად გაიგო და დაინახა, ხელისუფლებამ კი ვერ გაიგეთ, რომ ხალხის წინაშე თქვენ ხართ ვალდებულნი და თქვენ გაქვთ მანდატი, თქვენ ჩაგაბარათ ხალხმა მისი ნების აღსრულება", - განაცხადა პრეზიდენტმა. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics